ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

2021-ში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ზოგიერთი კუთხით მნიშვნელოვნად გაუარესდა-ომბუდსმენი

ნახვები: 361 2021-ში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ზოგიერთი კუთხით მნიშვნელოვნად გაუარესდა-ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და რიგი მიმართულებით, მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ომბუდსმენმა დღეს, 4 აპრილს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე 2021 წლის ანგარიში წარმოადგინა.

"2021 წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ომბუდსმენის შეფასებით ამის მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა იყო;
ასევე, მიიღეს სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მკვეთრად აუარესებს საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობას.
ასევე, ადგილი ჰქონდა ომბუდსმენის საქმიანობაში ხელშეშლას და სახალხო დამცველის მიმართ სიტყვიერ თავდასხმებსა თუ მუქარის ფაქტებს;
2021 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაჩქარებულად მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას, გასულ წელს ხელისუფლებას უარი თქვა სასამართლო სისტემაში ფუნდამენტურ ცვლილებაზე და უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტების პროცესიც ბოლომდე წარმართა, სახალხო დამცველის ეუთო/ოდირის და სხვა პარტნიორების მოწოდების მიუხედავად;
პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის ჩამოყალიბება, კვლავაც გამოწვევაა ქვეყანაში. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მიერ წარმოებულ არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს. ასეთია ე.წ. კარტოგრაფების საქმე, სადაც გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობას აშკარა პოლიტიკური ელფერი აქვს;
ბოლო წლებში გამოხატვის თავისუფლების სივრცის უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება. შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რომელშიც ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, უფლებადამცველებს უწევთ საქმიანობა, - განაცხადა ომბუდსმენმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა