ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

შეუძლებელია, დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე-უსუფაშვილი

ნახვები: 455 შეუძლებელია, დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე-უსუფაშვილი

ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია, დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე და ასე შემდეგ. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილი გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში".

დავით უსუფაშვილმა თხოვნით მიმართა ყველას, რომ ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

„მინდა, ყველას ვთხოვო - ეს იქნება საკუთარი მთავრობა თუ მეგობარი უკრაინის მთავრობა, ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და ისედაც რთულ ვითარებაში, ვითარებას ნუ დავძაბავთ დამატებითი თემებით. არ მჯერა, რომ საქართველოში ვინმე ასეთი საქმიანობით არის დაკავებული ან ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია. ვისურვებდი, მალე ან მტკიცებულება დაიდოს, ან უარყოფითი იყოს ეს ინფორმაცია. უდანაშაულობის პრეზუმცია მოქმედებს ინდივიდების და მთავრობების მიმართაც. ვინც ბრალი წამოაყენა, მან უნდა დაამტკიცოს ეს ბრალი. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ თქვას, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია და ეს არ იციან, კიდევ როგორ უნდა დამტკიცდეს? ასეთ ვითარებაში მტკიცების ტვირთია იმ მხარეს, ვინც ამას ამბობს, მაგრამ მინდა, ვისურვო, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და სამუშაო რეჟიმში გადავალთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, „მსგავსი რამ თუ ხდება, ამერიკამ არ იცის?", უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები შეუმჩნეველი არ რჩება.

„ასეთი რამეები შეუმჩნევლად არ ხდება, ვერ ხდება, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ყველაზე მძლავრი სადაზვერვო სამსახურები ჩვენს რეგიონს აკვირდებიან. ასეთ დროს მსგავსი მოვლენა ძალიან თეორიის, ფანტასტიკის სფეროა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა