სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

კონტრაბანდის საკითხს უნდა მტკიცებულებები-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 349 კონტრაბანდის საკითხს უნდა მტკიცებულებები-გიორგი ვაშაძე

კონტრაბანდის საკითხს უნდა მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ამას „ქართული ოცნების" ბრტყელი განცხადებები კი არა, ქმედებები სჭირდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვაშაძე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში".

გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საკითხი დაიხუროს, საქართველომ ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებები უნდა განახორციელოს, მათ შორის, ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სპეცსამსახურებთან ერთად მოხდეს ტვირთების შესწავლა, რა შედის და რა გაედინება რუსეთის მიმართულებით საქართველოდან.

„თუ ეს ტყუილია, უნდა დაიხუროს მსჯელობა. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად ტვირთების სრულფასოვანი შესწავლა უნდა მოხდეს, რომელიც გაედინება რუსეთის მიმართულებით საქართველოს გავლით. თუ ეს არის ტყუილი, მძიმე ბრალდებაა და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდანაც. კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო - ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რათა საკითხის შესწავლა დეტალურად მოხდეს. თუ ეს ტყუილია, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ომის პირობებში უკრაინის სპეცსამსახურები ნამდვილად მუშაობენ ამერიკულ, ბრიტანულ და ევროპის სპეცსამსახურებთან ერთად და სანქციების გვერდის ავლას მთელი მსოფლიო ამონიტორინგებს. ამიტომ ეს საკითხი დამალული ვერ დარჩება. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, პოლიტიკაში ვარ საქართველოში და ამიტომ, ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებს დავიცავ - მტკიცებულებებს. ასევე, ველოდები სუს-ის მხრიდან ნაბიჯების გადადგმას, რომ დასავლური სპეცსამსახურები მოიწვიონ. ამ საკითხს უნდა გამოძიება, მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ განცხადება უკან უნდა წაიღოს და რა თქმა უნდა, ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ამას „ქართული ოცნების" მხრიდან ბრტყელი განცხადებები კი არ უნდა, კონკრეტული ქმედებების განხორციელება და დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველა ტვირთის დეტალური მონიტორინგი მოხდეს, - განაცხადა ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა