სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

საქართველოს ძალიან მტკიცე პოზიციები აქვს უკრაინასთან მიმართებაში-მაკა ბოჭორიშვილი

ნახვები: 346 საქართველოს ძალიან მტკიცე პოზიციები აქვს უკრაინასთან მიმართებაში-მაკა ბოჭორიშვილი

ძალიან მტკივნეულია და მძიმე თემაა, შეუძლებელია მსგავსი ბრალდებები ვრცელდებოდეს მაშინ, როცა არ არსებობს მტკიცებულებები, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ბუნებრივია, მტკიცებულებების წარმოდგენა გაჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ იცის, რას აკეთებს უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად ამ მძიმე ბრძოლაში.

„ველოდები, რომ ჩვენს ურთიერთობებში არსებული გაუგებრობები მალე იქნება აღმოფხვრილი. საქართველოს ძალიან მტკიცე პოზიციები აქვს უკრაინასთან მიმართებაში და ეს პოზიციები ფიქსირდება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირში ვარ საერთაშორისო პარტნიორებთან რაც ეხება იმ საკითხებს, რომელიც უკრაინას. შესაბამისად, ამ თემაზე ყოველგვარი ბრალდებები და ხმაური აზიანებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ინტერესებს. მიზანშეწონილი არ არის, მსგავსი თემებით სპეკულირება და მსგავსი თემების წინ წამოწევა მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არ არის ბოლომდე უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ოპონენტების განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ეს არის აბსურდი იქიდან გამომდინარე, რომ როცა არ არსებობს მსგავსი ფაქტები, გაუგებარია, რაზე უნდა შეიქმნას კომისია. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კარგად და სწორად განსაზღვრული პოლიტიკა აქვს, რომელსაც აფიქსირებს და მიჰყვება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს ისეთს არაფერს აკეთებს, რომ მსგავსი ბრალდებების სერიოზულად აღქმის საფუძველიც კი გვქონდეს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა