ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა

ნახვები: 314 ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთი ავრცელებს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

„მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მოაწერენ, ევროკავშირი უარს იტყვის რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტზე, დაწესდება ემბარგო რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე, შეზღუდავს სატვირთო და საზღვაო გადაზიდვებს რუსეთიდან და ბელარუსიდან, შემოიღებს აკრძალვას რუსული ხიზილალას და არყის იმპორტზე. კიდევ უფრო შეზღუდავენ რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტს და ასევე დააყადაღებენ ზოგიერთი რუსული სახელმწიფო ბანკის აქტივებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „ტვიტერით" გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები ასევე დაწესდება რუსი ოლიგარქების, პროპაგანდაში ჩართული პირებისა და სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში მომუშავეთა წინააღმდეგ.

ახალი სანქციები ევროკავშირის ჟურნალში ხვალ გამოქვეყნდება და შესაბამისად ძალაში შევა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა