ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ნეიტრალიტეტის თემა, რომელიც ცალსახად აზარალებს ქვეყნის ინტერესს, სააკაშვილმა „შემოაგდო“ -გია ცაგარეიშვილი

ნახვები: 358 ნეიტრალიტეტის თემა, რომელიც ცალსახად აზარალებს ქვეყნის ინტერესს, სააკაშვილმა „შემოაგდო“ -გია ცაგარეიშვილი

ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს მიგითითებთ, დაეწაფეთ საქართველოს კონსტიტუციას და წაიკითხეთ, რა წერია, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ ხელისუფლებას ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი პოზიცია აქვს და ეს რამდენიმე წლის წინ კონსტიტუციაში „ქართული ოცნების" მიერ ჩაიწერა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცაგარეიშვილის განცხადებით, სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხზე პარტია „პატრიოტთა ალიანსი" იმას ამბობს, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

მისივე განცხადებით, ნეიტრალიტეტის თემა „შემოგდებული" იყო, რომელიც ცალსახად აზარალებს ქვეყნის ინტერესს. ცაგარეიშვილის განცხადებით, ამ თემაზე ხელისუფლებას საუბარი არ დაუწყია და არც დაიწყებს.

„რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსისა" და სააკაშვილის ინტერესების დამთხვევას, ეს ინტერესები დიდი ხანია, ერთმანეთს დაემთხვა. მას შემდეგ სულ მცირე, რაც ჩემდა გასაოცრად, „პატრიოტთა ალიანსი" „ნაციონალური მოძრაობის" ფერხულში ჩადგა, როცა მე-10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, მისი მუშაობის პარალიზებასა და ჩაშლას აპირებდნენ. მთელი ერთწლიანი აურზაური არაფრის გამო და შემდეგ განვითარებული პროცესებიც გახლავთ. აქედან მოყოლებული, ამ ორი ორგანიზაციის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა და ამჯერადაც დაემთხვა. დააკვირდით, რა პერიოდულობით შემოვარდება ხოლმე ჩვენს საინფორმაციო სივრცეში ნეიტრალიტეტის თემა. სამი კვირის უკან, ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა „შემოაგდო" ეს თემა. ამ თემაზე ხელისუფლებას საუბარი არ დაუწყია და არც დაიწყებს, ეს გამორიცხულია. ეს თემა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერისგან წამოვიდა. დღეების მანძილზე საუბრობდნენ, მათ შორის პარლამენტში და ასევე „ნაციონალური მოძრაობის" მოხარკე პარტიებიც ფერხულში ჩადგნენ. ჩვენ იმას გვიკიჟინებდნენ, რაც ჩვენ თავში არც გაგვიელვებია. მათი მეთოდია დაგაბრალონ ის, რაც შენ არც განგიზრახავს და შემდეგ ჩაგაყენონ თავის მართლების როლში. ნეიტრალიტეტის თემა „შემოგდებული" თემა იყო, ეს ცალსახად აზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ახლა, ამ ომის პირობებში საქართველოს ნეიტრალიტეტის თემაზე დისკუსიების გაშლა ძალიან მძიმე დარტყმაა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. მოხარკე პარტიები გუშინ ამბობდნენ, რომ სააკაშვილი არის მურვან ყრუ და დღეს ამბობენ, რომ სააკაშვილი არის სიქსტეს კაპელის ხატიდან გადმოსული მადონა. ეს ბატონ გუბაზს ჰკითხეთ. ჩემთან ერთად 100 ათას კაციან მიტინგებს რომ ატარებდა და იქ ყვიროდა მიხეილ სააკაშვილზე და ახლა ანგელოზი აღმოჩნდა", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა