თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ცხადია, პაპუაშვილი ბუჩაში არ წავიდოდა, ჩვენ, ოპოზიციონერები უნდა წავიდეთ-ხოშტარია

ნახვები: 412 ცხადია, პაპუაშვილი ბუჩაში არ წავიდოდა, ჩვენ, ოპოზიციონერები უნდა წავიდეთ-ხოშტარია

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ უკრაინაში, რუსეთის მიერ განადგურებულ და მათგან უკვე თავისუფალ ბუჩაში, თანაგრძნობის და მხარდაჭერის გამოსახატად ოპოზიციის წარმომადგენლები ჩავლენ.

"ბუჩაში პაპუაშვილი რომ არ წავიდოდა ცხადია. არ გულშემატკივრობს, არ აწუხებს, რატო წავა.

ჩვენ ოპოზიცია უნდა წავიდეთ. ხატია დეკანოიძე ისედაც გეგმავდა კიევში წასვლას და სხვებსაც აქვს ეს სურვილი. ყველა ჯერზე ჩვენ ალტერნატივა უნდა შევქმნათ. და ისედაც როგორ შეიძლება გული არ გისკდებოდეს და ამ თემაზე მხარდაჭერის გამოხატვა არ გინდოდეს". - დაწერა ელენე ხოშტარიამ ფეისბუქზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ასევე თქვა, რომ მისთვის არ ყოფილა მოულოდნელი მმართველი გუნდის უარი უკრაინაში ჩასვლაზე. ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, საქართველო და უკრაინა ერთმანეთს არ დაშორდნენ.

"შესაბამისად, ეს არის უღირსი საქციელი, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები ვისაც გული ეგლიჯება უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების ასეთ ტრაგედიაზე.

ამიტომ, მე ვაპირებ მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, მათ შორის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის და საქართველოს ერთმანეთთან დაშორება საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში, შეხვდნენ ჩვენს მეგობრებს და საკუთარი თვალით ნახონ, ვინ არის რუსეთი, არამხოლოდ პუტინი, არამედ რუსეთი და ზოგადად, როგორია უკრაინელების ტრაგედია და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამიტომ, დიახ, მე ვაპირებ, მეორედ წავიდე უკრაინაში და მოვუწოდო ჩემს კოლეგებს,რომ ყველამ ერთად უნდა ვნახოთ, რა სჩადის რუსეთი, როგორი სამხედრო დანაშაულების ადგილი გახდა არამხოლოდ ბუჩა, გოსტომელი და კრამატორსკი, არამედ მთელი უკრაინა". - თქვა ხატია დეკანოიძემ.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს. მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც. აპუაშვილმა მოწვევას არასათანადო უწოდა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ჩავა თუ არა უკრაინაში.

პარლამენტის აპარატის ცნობით, თავმჯდომარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმ ფონზე, როცა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევა არარელევანტურია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა