საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

მარიუპოლი თუ ფეთქვას შეწყვეტს ჩვენ სუსტ პოზიციაში აღმოვჩნდებით-ზელენსკი

ნახვები: 417 მარიუპოლი თუ ფეთქვას შეწყვეტს ჩვენ სუსტ პოზიციაში აღმოვჩნდებით-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგში უკრაინის უპირატესი პოზიცია მარიუპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ზელენსკიმ AP-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ უკრაინას მარიუპოლსა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი პოზიციები ექნება, მაშინ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაc უფრო ახლოს იქნება.

იმ შემთხვევაში კი თუ უკრაინა ამ ტერიტორიაზე რუსეთთან შედარებით სუსტ პოზიციაში აღმოჩნდება, რუსეთს მასთან მოლაპარაკების ინტერესიც არ ექნება.

„მარიუპოლი დღეს ომის გულია. ის ფეთქავს. ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ძლიერები ვართ. თუ ის შეწყვეტს ფეთქვას, ჩვენ უფრო სუსტ პოზიციაში ვიქნებით. მარიუპოლის მცველები ის ხალხია, ვიზეც მტრის ძალების დიდი ნაწილის ყურადღებაა კონცენტრირებული.

რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია მარიუპოლში, უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და უფრო ძლიერ დაპირისპირება შეხვდებათ [უკრაინის] გაერთიანებული ძალებს. და თუ ისინი [უკრაინელები] უფრო ძლიერები იქნებიან, მოლაპარაკებების მაგიდა კიდევ უფრო ახლოს იქნება. და ჩვენ გვექნება უპირატესობა რუსეთის ფედერაციასთან დიალოგში.

თუ ჩვენ სუსტი პოზიცია გვექნება ყველა ამ მიმართულებით, მაშინ მოლაპარაკებები არ შედგება, რადგან რუსეთი ყველა ნაბიჯს გადადგამს, რაც გამოიწვევს მათ დაბრუნებას ამ დროისთვის გათავისუფლებულ ქალაქებში. შესაძლოა მათ [ქალაქებს] დაესხან თავს და მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიცია უფრო სუსტი იქნება და ალბათ, რუსეთის მხარისთვის საინტერესოც არ იქნება.

ეს შეიძლება მოხდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ სხვა შედეგის გვჯერა, საკუთარი გამარჯვების გვჯერა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა