ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ჩადით უკრაინაში ყოველგვარი პირობების გარეშე-სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას

ნახვები: 347 ჩადით უკრაინაში ყოველგვარი პირობების გარეშე-სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას

ორი დღეა, გვესმის „ქართული ოცნების“ წევრთა წარმოუდგენელი განცხადება, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კითხვარის გადმოცემა არის რომელიმე მათგანის დამსახურება. ეს არის უკრაინელთა დამსახურება, 180 ბავშვის, რომელიც რუსეთმა მოკლა უკრაინაში, 1800 მშვიდობიანი მოქალაქის, რომელიც მოკლა რუსეთმა და იმ 5 მლნ ლტოლვილის, რომელიც საკუთარი სახლებიდან გამოიქცა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ ბუჩაში 320 ადამიანი მოკლა რუსეთის ფედერაციამ.

„თქვენი საპარლამენტო ლიდერი ირაკლი კობახიძე უყენებს პირობებს, რა პირობით ჩავა „ქართული ოცნების“ დელეგაცია სამძიმარზე სოლიდარობის დასაფიქსირებლად ამ ხალხის მიმართ. მსოფლიოს ისტორიაში არის მომენტები, როდესაც მორალური ფაქტორები ხდება გადამწყვეტი და რაციონალიზმთან მიმართებით იღებს უპირატესობას. დღეს თუ ვინმე საუბრობს საქართველოს, მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, ეს ეფუძნება ერთადერთ რეალობას, რომ დღეს მსოფლიოში მორალური ფაქტორები გახდა მთავარი და სად დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებას და პოლიტიკას გულისამრევს უწოდებენ უკრაინის და საქართველოს მეგობრები“, – მიმართა სახელისუფლებო გუნდს, სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ვალდებულებები აქვს ქვეყნის ხელისუფლებას და არა ოპოზიციას.

„ჩადით უკრაინაში ყოველგვარი პირობების გარეშე, მიიღეთ რეზოლუცია, რომელიც ოპოზიციამ და კონკრეტულად, „ლელომ“ დააინიცირა პარლამენტში ომის დანაშაულის და ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე უკრაინაში. ოპოზიციის არც ერთ ინიციატივას არ განიხილავთ. ქალბატონო მაკა, მოიწვიეთ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გაურკვეველია, რა პრინციპით იქნა დანიშნული და ჩაატარეთ საჯარო მოსმენა, თუ რას აპირებს თქვენი ხელისუფლება. მეტიც, გაასაჯაროვეთ ეს კითხვარი. საზოგადოების ფართო ჩართულობა და ოპოზიციის, ამ პირობებში იქნება შესაძლებელი“, – მიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა