საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

მოსკოვის საპატრიარქოს ვინიცის ეპარქიის სასულიერო პირებმა დაგმეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ

ნახვები: 416 მოსკოვის საპატრიარქოს ვინიცის ეპარქიის სასულიერო პირებმა დაგმეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ვინიცის ეპარქიის (მოსკოვის საპატრიარქო) სასულიერო პირებმა დაგმეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და დააყენეს საკითხი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან დამოუკიდებლობის შესახებ.

სასულიერო პირებმა თხოვნით მიმართეს ვინიცისა და ბარის მიტროპოლიტ ვარსონოფს, რომ ომის დასრულების შემდეგ მოეწყოს ეპისკოპოსთა კრება აღნიშნული საკითხის განსახილველად, იუწყება უკრინფორმი ეპარქიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მოღალატურ შეჭრას დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე, ომის გაჩაღებას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები რაც შეიძლება მალე. არანაირი პოლიტიკური მოტივი ან შეჭრის გამართლება, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს, არ ღირს ერთი წვეთი სისხლი, რომელიც დაიღვარა“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვაში სასულიერი პირები „დიდი ტკივილით და იმედგაცრუებით“ აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილე და მოსკოვის საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელი რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, უკრაინაში შეჭრის დაგმობის ნაცვლად, ცდილობდნენ გამართლებას.

სასულიერო პირები აყენებენ საკითხს მათი ეკლესიის სრული დამოუკიდებლობისა და თვითრეგულირების შესახებ, ყველა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კანონიკურობისა და ევქარისტიული ზიარების შენარჩუნებით.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვთხოვთ თქვენს უწმინდესობას, გადასცეს ჩვენი თხოვნა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის, მოიწვიოს ჩვენი ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭო უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია მიმართვაში.

როგორც ცნობილია, დეპუტატმა ოქსანა სავჩუკმა უკრაინის პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი „უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის შესახებ“.

ფოტო: eparhia.vinnica.ua

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა