ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია

ნახვები: 332 საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია

საქართველოს, დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად ეწვია.

თბილისის, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისი აეროპორტში სტუმარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, მეჯლისის თავმჯდომარე შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და საჰიბა გაფაროვა პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაღიევთან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა