დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები დაბომბეს

ნახვები: 237 ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები დაბომბეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბული ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად მოხდა.

ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედროებმა იერიში მიიტანეს იარაღის საწყობზე და იარაღის მწარმოებელ ქარხანაზე.

„ჰამასის“ პრესსპიკერის, ჰაზემ ყასემის განცხადებით, ისრაელმა ცარიელი ტერიტორიები დაბომბა. „ჰამასის“ წარმომადგენლის თქმით, პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა და ისრაელის შეტევა წარმატებით მოიგერიეს.

ტელეკომპანია „ალ-მაიადენის“ ინფორმაციით, „ჰამასის“ მებრძოლებმა „სტრელას“ ტიპის სარაკეტო სისტემა გამოიყენეს. საზენიტო რაკეტების გამოყენება დაადასტურეს ისრაელის თავდაცვის უწყებაშიც და აღნიშნეს, რომ რაკეტებს თვითმფრინავები არ დაუზიანებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა