თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

სასჯელი შემცირდა პატიმრებისთვის, რომელთაც „კოვიდ“-პანდემიის დროს მოუწიათ ყოფნა საპატიმროში-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 398 სასჯელი შემცირდა პატიმრებისთვის, რომელთაც „კოვიდ“-პანდემიის დროს მოუწიათ ყოფნა საპატიმროში-მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის მიერ 12 აპრილს მიღებული ამნისტიის კანონი შეეხება ყველა ადამიანს, რომელთაც „კოვიდ“-პანდემიის პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა მოუწიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ჰუმანიზმის დემონსტრირება.

„როდესაც ადამიანები ტოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს ახალი იმედის, ახალი ცხოვრების დაწყების ენთუზიაზმით, რა თქმა უნდა, ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულ გრძნობებსა და ემოციებს იწვევს ადამიანში. ჩვენი მხრიდანაც ამას ყოველთვის ექნება რაღაცნაირად წახალისება, რომ რაც შეიძლება მეტი ჩაიდოს იმაში, რასაც ჰქვია რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია პატიმრებისა – ადამიანების, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული პრობლემები კანონთან. ეს არ ნიშნავს, რომ მათ წაერთვათ ხელმეორედ ცხოვრებაში ჩართვის, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობა, ამიტომ ამნისტიით იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით, რომელიც მიიჩნევა, როგორც კარგი საშუალება რესოციალიზაციისთვის, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ექნება მხარდაჭერა ჩვენი და საზოგადოების მხრიდანაც. ყველას, ვისაც შეეხო ეს კანონი, ვისაც უახლოეს დღეებში მოუწევს საპატიმროს დატოვება, ყველას ვულოცავ, წარმატებას ვუსურვებ და იმედით შევყურებ მათ შესაძლებლობებს, რომ ისინი შეძლებენ დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში.

კანონპროექტის მიხედვით, სასჯელის შემცირება მოხდა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მოუწიათ „კოვიდ“-პანდემიის პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა. პანდემიის დროს პაემნები შეზღუდული იყო, ასეთ პირობებში ყოფნა საკმაოდ გართულებულია პატიმრებისთვის და შესაბამისად, ერთგვარად ამის კომპენსირების მიზნით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ამნისტირების შესახებ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ამნისტია გულისხმობს სასჯელის რაოდენობრივი ვადით შემცირებას, რომელიც თანაბარზომიერი იქნება იმ შეზღუდვებისა, რომლის პირობებშიც მოუწია ამ ხალხს ყოფნა საპატიმრო დაწესებულებაში.

„სამი კატეგორიის პატიმრებს მიუდგა განსხვავებულად ეს კანონი – ეს უკავშირდება ორ წლამდე თავისუფლებააღკვეთილ პირებს და შეღავათი შეეხოთ 45 დღით, შეუმცირდათ სასჯელი და შესაბამისად, თვენახევრით ადრე დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. ხანდაზმულ პირებს შეუმცირდებათ სასჯელი 105 დღით, ასევე ქალებსა და არასრულწლოვნებს. რაც შეეხება ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლებააღკვეთილ პირებს, ასეთებს 75-დღიანი შეღავათი შეეხოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა