ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

შარლ მიშელი - დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე

ნახვები: 400 შარლ მიშელი - დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე

დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რაზეც პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კრემლის მიზანია, გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და გაყოს ევროკავშირი, მაგრამ ის ვერ მიაღწევს მიზანს.

„რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირში ჩვენ ერთხმად მივიღეთ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც მიმართული იყო ათას ფიზიკურ პირზე, სხვადასხვა გაერთიანებებზე, ფინანსურ სექტორზე. ასევე განვიხილავთ 27 წევრ სახელმწიფოს შორის, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, მაგალითად, გუშინ გვქონდა განხილვები ჯო ბაიდენთან, როგორ შეგვიძლია, გავზარდოთ ზეწოლა კრემლზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია კრემლის ქცევის შეცვლა. ეს არ არის ადვილი, ეს ძალიან რთულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ სანქციები მტკივნეულია კრემლისთვის, რეჟიმისთვის და არა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა ადრე თუ გვიან მიმართული იქნება ნავთობისკენ და გაზისკენ და დარწმუნებული ვარ, ერთხელაც ჩვენ შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც საჭიროა, რათა მივაღწიოთ ამ საერთო მიზანს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა