საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

დაბომბვების გამო მოსახლეობას წყალი და ელექტროენერგია არ აქვს-ლუჰანსკის გუბერნატორი

ნახვები: 454 დაბომბვების გამო მოსახლეობას წყალი და ელექტროენერგია არ აქვს-ლუჰანსკის გუბერნატორი

ლუჰანსკის რეგიონში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარეობს, მოსახლეობას წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი რუსების მიერ საჰაერო თავდასხმებია. 

რეგიონის გუბერნატორის, სერჰი ჰაიდაის თქმით, თითქმის მთელი ლუჰანსკი უწყლოდ დარჩა. 

"ასევე, რუსების მიერ დაბომბვის გამო ბოლო 10 დღის განმავლობაში ელექტროენერგია 10 დასახლებაში გაითიშა. მათგან 9 სრულიად გამორთულია. ეს ნიშნავს, რომ უშუქოდ არის დარჩენილი 30 ათასზე მეტი ოჯახი. მთლიანობაში კი ელექტროენერგია 121 746 აბონენტს არ მიწეოდება". - განაცხადა მან. 

სერგი ჰაიდაის განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვის გამო დაიხურა სატუმბი სადგურები, რომლებიც წყლით ამარაგებს სევეროდონეცკსა და პოპასნას რაიონს, ასევე დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა რუბიჟნეში, პოპასნასა და მიმდებარე სოფლებში.

ჰაიდაი ამბობს, რომ ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გამო რუსული ძალები ინფრასტრუქტურის განადგურებაზე გადავიდნენ.

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა