საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ლოიდ ოსტინი - რუსეთს არ უნდა ჰქონდეს მეზობლების დაჩაგვრის შესაძლებლობა

ნახვები: 402 ლოიდ ოსტინი - რუსეთს არ უნდა ჰქონდეს მეზობლების დაჩაგვრის შესაძლებლობა

ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს ისეთივე სამხედრო შესაძლებლობები, როგორც ადრე, რომ მეზობლები დაჩაგროს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რამშტაინის ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ უკრაინაში 62-დღიანი ომის პერიოდში რუსეთმა დიდი დანაკარგი ნახა, როგორც ადამიანური რესურსის, ისე სამხედრო აღჭურვილობის კუთხით. პენტაგონის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთი უფრო სუსტია.

„რუსეთისთვის მისი სამხედრო შესაძლებლობების აღდგენა რთული იქნება, მათ შორის სანქციებისა და სავაჭრო შეზღუდვების გამო. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს ისეთივე სამხედრო შესაძლებლობები, როგორც ადრე, რომ მეზობლები დაჩაგროს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ოსტინმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის არ გამორიცხავს, უკრაინამ მომავალში ისევ სცადოს ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, ამ ეტაპზე მთავარი უკრაინაში ომის დასრულებაა.

„პუტინმა უნდა მიიღოს ამ კონფლიქტის დასრულების გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას“, – განაცხადა ოსტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა