ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

ნახვები: 317 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ალიევის პირად წვლილს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის გაღრმავებაში.

მხარეებმა აღნიშნეს რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ მხრივ დადებითი შეფასება მისცეს წარმატებით მიმდინარე ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების ფონზე ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტ ალიევს გადასცა საქართველოს მთავრობის მეთაურის მოკითხვა და სურვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტს უმასპინძლოს საქართველოში.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხიდების ხეივნის გვირგვინით შემკობის ცერემონიით და ეროვნული ლიდერის ჰეიდარ აილიევის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა