მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით შეიძლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-გოცირიძე

ნახვები: 340 მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით შეიძლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-გოცირიძე

არაერთხელ იქნა გაცხადებული, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არის მშვიდობიანი გზა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საქართველოს პოზიცია ძალიან დიდი ხანია, ნათელია.

„ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პირველად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არასდროს გამოიყენებს ძალას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მისაერთებლად, თუ შეიძლება, ასე ითქვას. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით შეიძლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. არაერთხელ იქნა გაცხადებული, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არის მშვიდობიანი გზა. ვინ რა განცხადებებს გააკეთებს და შემდეგ ხელისუფლება რა ინტერპრეტაციებს გააკეთებს, ეს არის მათი სინდისისა და ნამუსის საქმე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა