მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ჟიგიმანტას პავილიონისს ძალიან უყვარს სხვა ქვეყნებზე კომენტარები და საშინაო საქმეებში ჩარევა-სოზარ სუბარი

ნახვები: 392 ჟიგიმანტას პავილიონისს ძალიან უყვარს სხვა ქვეყნებზე კომენტარები და საშინაო საქმეებში ჩარევა-სოზარ სუბარი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისს ალიან უყვარს სხვა ქვეყნებზე კომენტარების გაკეთება და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა.

სოზარ სუბარი გამოეხმაურა ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც პავილიონისი აღნიშნავს: „დღესდღეობით ევროპის და მსოფლიოს მომავალი ფორმირდება იმ ქვეყნების მიერ, ვინც უკრაინას მხარს უჭერს. დღეს საქართველო გაცილებით ახლოსაა რუსეთთან, ვიდრე უკრაინასთან“.

სუბარის თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში თანამდებობიდან „გააგდეს“.

„ჟიგიმანტას ძალიან უყვარს სხვა ქვეყნებზე კომენტარების გაკეთება და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობა. ეს მარტო საქართველოს არ ეხება, პოლონეთზეც გვახსოვს მისი განცხადებები და უკრაინაზეც. ამ დროს, ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში თანამდებობუდან გააგდეს, რადგან არ იმსახურებდა თანამდებობას, რაც მას ეკავა. სხვათა შორის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი განცხადებების გამო ბოდიშებიც მოიხადა. ასევე, პავილიონისმა განცხადება გააკეთა, რომ საქართველო ევროკავშირში ვერ შევა, თუ რაღაც მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მართლა არ ღირს არც ევროკავშირში და არც რომელიმე სხვა კავშირში შესვლა, სადაც გასაღები ჟიგიმანტას პავილიონისს ექნება. ასე რომ, დაწყნარდეს, თავის თავს მიხედოს, თავის ქვეყანაზე იფიქროს ცოტა მეტი და საქართველო გააგნებს თავის გზას ევროკავშირისკენაც, ნატო-სკენაც და ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენაც. სასამართლოს საქმეში ჩარევის უფლება არ აქვს არავის ქვეყანაზე, განსაკუთრებით, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეზეა საუბარი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა