მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ერთი ხმა გვაკლია, მივმართავ გახარიას, მონაწილეობა მიიღოს სიმართლის დადგენის პროცესში-რომან გოცირიძე

ნახვები: 420 სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ერთი ხმა გვაკლია, მივმართავ გახარიას, მონაწილეობა მიიღოს სიმართლის დადგენის პროცესში-რომან გოცირიძე

პარლამენტიდან ბადრი ჯაფარიძე სწორედ იმიტომ გააგდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე სიმართლე არ დადგენილიყო. ახლა გვეუბნებიან, რატომ არ ქმნით, დროებით საგამოძიებო კომისიასო. კომისიის შექმნისთვის ერთი ხმა არის საჭირო, 49 ხელმომწერია, ერთი ხმა გვაკლია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას პარტიამ ჭეშმარიტების დადგენას უნდა შეუწყოს ხელი.

„გიორგი გახარიას პარტიას თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს, რა სჭირს, რომ სიმართლის დადგენას შეუწყოს ხელი? – ხომ არ მივმართავთ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას მოაწერონ ხელი? მათ ვეუბნებით, მონაწილეობა სიმართლის დადგენის პროცესში მიიღონ. 49 ხელმომწერია, ერთი ხმა გვაკლია და ფორმალურად გვეუბნებიან, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიებიც არსებობენ. კეთილი ინებონ და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყონ ხელი, გიორგი გახარიას წაადგება, ცოდვების ჩამოსარეცხადაც. რა თქმა უნდა, ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული, მათ შორის პარლამენტიც. აქაც ვიბრძოლებთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმენლად, რათა კიდევ ერთხელ იყოს მხილებული ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები. გამოყენებული იქნება პოლიტიკური ბრძოლის ყველა ფორმა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად – აქციები, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება. ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, რათა მივაღწიოთ ერთ პატარა მიზანს – მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ, რადგან აქ მისი მკურნალობის შანსი არ არსებობს, რადგან ეს ხელისუფლებას არ სურს“, – განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა