მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ამირან გამყრელიძე - არ გვინდა, კორონავირუსის შემთხვევები იყოს ასეულობით

ნახვები: 266 ამირან გამყრელიძე - არ გვინდა, კორონავირუსის შემთხვევები იყოს ასეულობით

ზრდა, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო 2 კვირის განმავლობაში პროგნოზირებადი იყო იმიტომ, რომ ზაფხულში ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდა ხალხმა დაისვენა, იყვნენ კურორტებზე, სტიმული მიეცა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და გარკვეულად, რომ ინფექციის შემთხვევების ზრდა გვექნებოდა ეს პროგნოზირებადი იყო, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადე და სადეზინფექციო საშუალებებით დაიმუშაონ ხელები.

„ეს იქნება 20,25,30 თუ 45 შემთხვევა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ყველაფერი ეს არის კონტროლირებადი და მართვადი. შემთხვევების ამ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება და გაუმკლავდება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ეს შემთხვევები იყოს ასეულობით. ამისთვის ყველამ ერთად, უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც საქართველოს სახელმწიფო და ჯანდაცვის სექტორი იძლევა. ყველამ ვატაროთ პირბადე სადაც ეს აუცილებელია და ეს გახლავთ დახურული შენობები, ეს გახლავთ ტრანსპორტი, იქნება საქალაქო ტრანსპორტი, მეტრო თუ ტაქსი. დამტკიცებულია, რომ პირბადე გახლავთ ყველაზე ძლიერი დამცავი საშუალება ინფექციის გავრცელების. ასევე, ვეცადოთ, რომ დავიცვათ ყველგან დისტანცია და ხშირად დავიმუშაოთ ხელები სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებებით",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა