ილია მეორე გარდაიცვალა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი
ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ

14.05.2022 ნახვები: 739

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„დღეს შეგვიძლია, ვახსენოთ მე-200 ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი. რუსეთს ათწლეულების განმავლობაში არ დაუკარგავს ამდენი თვითმფრინავი ერთ ომში. რუსეთმა თითქმის 27 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და ბევრი მათგანი ახალგაზრდა წვევამდელია. რუსეთმა დაკარგა 3 000-ზე მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა, დიდი რაოდენობით სამხედრო მანქანა, ვერტმფრენები, დრონები და ყველა მისი სახელმწიფოებრივი პერსპექტივა. რისთვის ეს ყველაფერი? დროებით ოკუპირებულ გენიჩენსკში ლენინის ძეგლი რომ იდგეს ცოტა ხნით? სხვა შედეგი რუსეთში არ არის და არც იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის ამბობს, რომ „დღეს ფაქტობრივად ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მიწა სწრაფად გავათავისუფლოთ. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, ყოველდღე ვმუშაობთ, რომ ომი უფრო მოკლე იყოს“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ომის დასრულება მხოლოდ მათ ხალხზე არ არის დამოკიდებული, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს.

„ეს ასევე დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე. ევროპის ქვეყნებიდან, თავისუფალი სამყაროს ქვეყნებიდან. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდისა და ჩვენთვის, უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე. ეს არის ერთადერთი რეცეპტი რუსეთის შემოჭრის ფონზე თავისუფლების დასაცავად. დასავლური სახელმწიფოებისთვის კი, ეს მხოლოდ ხარჯი არ არის. ეს არ არის ბუღალტერია. საუბარია მომავალზე. მსოფლიომ უკვე გააცნობიერა, რომ რუსეთის მიერ ჩვენი პორტების ბლოკადა და ეს ომი ფართომასშტაბიანი სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს. რუსი ოფიციალური პირები ასევე გულწრფელად ემუქრებიან მსოფლიოს იმით, რომ ათეულობით სახელმწიფოში იქნება შიმშილი. და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ შიმშილს? რა სახის პოლიტიკურ არასტაბილურობას და რა სახის მიგრაციულ ნაკადებს გამოიწვევს ეს? რა თანხა უნდა დაიხარჯოს შედეგების დასაძლევად?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცენ მათ, ვინც ანელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტებს ან ცდილობს, გადადოს უკრაინის დახმარება.

„ომის ყოველი დღე გლობალური საფრთხეების ზრდაა, ეს არის ახალი შესაძლებლობები რუსეთისთვის, რომ არასტაბილურობის პროვოცირება მოახდინოს მსოფლიოს სხვა რეგიონებში და არა მარტო აქ, ევროპაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა