მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლები დააჯილდოვა

ნახვები: 491 ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა.

უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდნენ:

  • გიორგი ზაქარეიშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი
  • თორნიკე ბერეკაშვილი - ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული
  • კუკური თოფურია - უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი
  • ნანა ჩაბრავა - უკრაინაში საქართველოს საელჩოს მუდმივი წარმომადგენლობის კონსული
  • იაროსლავ მუზიჩკო - საქართველოს საპატიო კონსული

"ლვოვში თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის სახეს უკრაინაში ძალიან მძიმე დროს რუსეთის მიერ აგრესიის დროს და თქვენ შეინარჩუნეთ არამხოლოდ წარმომადგენლობა ამ მძიმე პერიოდში, არამედ საქართველოს სახე. როცა ძალიან ბევრმა სხვა უფრო დიდმა ქვეყანამ დატოვა საელჩო, გადაიყვანა ლვივში ან საზღვრებს გარეთ, თქვენ შეძელით და ჩვენმა საელჩომ კიევში, ჩვენმა საკონსულომ ოდესაში გააგრძელა მუშაობა"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა