საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა ჩეხეთის პრიორიტეტების სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს-ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნახვები: 444 უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა ჩეხეთის პრიორიტეტების სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს-ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის განცხადებით, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა ჩეხეთის პრიორიტეტების სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ამის შესახებ ჩეხმა დიპლომატმა პრაღაში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკუ პოპესკუსთან შეხვედრისას განაცხადა.

„მე დავარწმუნე მინისტრი პოპესკუ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას არა მხოლოდ კონკრეტულად, არამედ ასევე პოლიტიკურადაც, განსაკუთებით მათ ევროპულ ამბიციებში, ისევე როგორც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. მე მას მივაწოდე ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩვენი ევროპული პრიორიტეტების შესახებ, სადაც უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა ჩვენი პრიორიტეტების სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.

ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას პირველი ივლისიდან გადაიბარებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა