სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

„ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას,“ - უმრვალესობის წევრი მელიასთვის გირაოს გადახდაზე

ნახვები: 188 „ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას,“ - უმრვალესობის წევრი მელიასთვის გირაოს გადახდაზე

„პოლიტიკური პროექტი, რომ ნიკა მელია გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა," - განაცხადა დღეს, 10 მაისს, უმრვალესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდით მოხდა იმის დადასტურება, რომ ევროკავშირი ქართულ მართლმსაჯულებას პატივს სცემს.

„ევროკავშირი არ უხდის გირაოს ე.წ. პოლიტპატიმრებს. პირიქით, ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას, გირაოს თანხის გადახდა სრულად მოდის პროკურატურის ქმედებასთან თანხვედრაში. ეს რომ ყოფილიყო პოლიტპატიმრის საქმე, ევროკავშირს არ უჭირს აღიარება და სხვა მექანიზმებით ამის მოთხოვნა, რომ კონკრეტული პირი არის პოლიტპატიმარი," - აცხადებს ამილახვარი.

შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. დღეს, 10 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 16.00 საათზე გაიმართება, რა დროსაც, სავარაუდოდ, ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა