საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე გახდა

ნახვები: 546 ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე გახდა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე გახდა. იგი თავმჯდომარედ 18 ხმით აირჩიეს.

სხდომას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ პარტია „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ დეპუტატებს. ამასთან, „ლელოს“ დეპუტატმა ირაკლი კუპრაძემ დღეს საკრებულო საკუთარი განცხადებით დატოვა და მას პარტიული სიის მომდევნო ნომერი, ვაჟა დარჩია ჩაანაცვლებს.

არჩევნებიდან დღემდე, ბათუმის საკრებულოს სხდომა მხოლოდ ერთხელ გაიმართა იმის გამო, რომ არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ ჰქონდა უმრავლესობა. სხდომები ვერ ტარდებოდა კვორუმის არარსებობის გამო. სწორედ ამიტომ, შუალედური არჩევნების გამარჯვებული კანდიდატის, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობა კანონში ცვლილებების განხორციელებამდე ვერ მოხერხდა.

დღესვე ბათუმის საკრებულო თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევს და განსაზღვრავს კომისიათა შემადგენლობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა