თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი გახარია - ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა

ნახვები: 437 გიორგი გახარია - ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა

ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია სამ სახელმწიფოს შორის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურ დონეზე პრობლემა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებზე საუბრისას.

„ხანდახან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გამოდის და ამბობს, რომ საქართველო ბევრად უფრო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე ასე ვთქვათ, კანდიდატობის სხვა კანდიდატები, უკრაინა და მოლდოვა. ნაწილობრივ, მართალი არიან. იმიტომ, რომ ტექნიკურ დონეზე, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო წლების განმავლობაში იყო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი, რეფორმების გატარების თვალსაზრისით, ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია ამ სამ სახელმწიფოს შორის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურ დონეზე პრობლემა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება, ბევრად უფრო განმსაზღვრელი იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც საბედნიეროდ, ჯერ არ არის მიღებული“, – განაცხადა გახარიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკურად საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთ დონეზე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ კონტექსტში დღეს, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს – პირდაპირი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე და ა.შ, ბუნებაში არ იკარგება და რა თქმა უნდა, ამას თავისი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. 

„როდესაც შენ ამბობ, რომ შენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს, ზოგიერთ ევროპარლამენტარს, ან ევროპას სურს აქ მეორე ფრონტის გახსნა და ამიტომ სჯიან ქვეყანას, ასეთი არაორაზროვანი განცხადებები, რა თქმა უნდა, ბუნებაში არ იკარგება. რა თქმა უნდა, ამას თავისი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება და ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის და არესტოვიჩის განცხადებებს, გახარიამ აღნიშნა, რომ ამ განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და მნიშვნელობა აქვს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას.

„არ მინდა მაგის განხილვა, ვიღაც მესამე კლასის ჩინოვნიკმა რაღაც თქვა. თქვენ არ იცით ახლა უკრაინის ხელისუფლების მოწყობა. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ განცხადებას. ან იმით დაწყებული, ვიღაც ანალიტიკოსით, რომელიც ყველაფერზე საუბრობს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა გახარიამ.

შეკითხვაზე, არის თუ არა ლოგიკა იმაში, რომ ომში მყოფ ქვეყანას შესაძლოა, უნდოდეს, მის მოწინააღმდეგეს სადმე სხვა ქვეყანაშიც ჰქონდეს ომი, მისი ძალები გაიყოს და რატომ არ შეიძლება, ეს ლოგიკა არსებობდეს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს ასე არ არის.

„ერთადერთი, მეორე ფრონტის გახსნაში ვინც იყო ობიექტურად დაინტერესებული, ეს იყო რუსეთი“, – განაცხადა გახარიამ.

ჩაკითხვაზე, რატომ არ გახსნა ასეთ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოში მეორე ფრონტი, გახარიამ თქვა, რომ რუსეთი იმაში არ იყო დაინტერესებული, რომ მეორე ფრონტი თვითონ გაეხსნა.

„თვითონ კი არ გახსნიდა?! რა თქმა უნდა, თვითონ რომ გაეხსნა, ის არ იყო ამაში დაინტერესებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

1tv.ge

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა