მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ყველასთვის ნათელია, რომ ევროინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი ოცნებაა-გიგი წერეთელი

ნახვები: 406 ყველასთვის ნათელია, რომ ევროინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი ოცნებაა-გიგი წერეთელი

„ევროპარლამენტში განხილვა იყო ძალიან მძიმე მოსასმენი, ასეთი კრიტიკული გამოსვლები ევროინტეგრაციის ასეთ კრიტიკულ მომენტში, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავრწმუნდით, საქართველოს საზოგადოება დარწმუნდა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და იმ გზას, რომელიც გვინდა რომ გავიაროთ ევროპისკენ, აქვს მხარდაჭერა.

 

ამავე დროს, ასევე დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ნათელია, რომ მთავარი შემაფერხებელი ამ გზაზე არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მისი პოლიტიკა, განსაკუთრებით ეს ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და აქ ნათელი მაგალითები იყო, ყველაზე მწვავე ნიკა გვარამიასა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, ზოგადად ის ძალადობა, პოლარიზაცია, მედიაზე ზეწოლა, დევნა და ა.შ, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან“,-თქვა ევროპული საქართველოს წევრმა გიგი წერეთელმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა