თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ალექსეი დანილოვი - უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი გამძლეობის მიუხედავად, ომი ჯერ დასრულებისგან შორს არის

ნახვები: 459 ალექსეი დანილოვი - უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი გამძლეობის მიუხედავად, ომი ჯერ დასრულებისგან შორს არის

უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი გამძლეობის მიუხედავად, უკრაინაში ომი ჯერ დასრულებისგან შორს არის, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა „გლობ ენდ მაილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დანილოვის თქმით, ფრონტზე ვითარება „დაძაბული და რთულია“ და რუსეთი კვლავ აპირებს მთელი უკრაინის ხელში დაპყრობას. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასევე თქვა, რომ თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის ხუთი მცდელობა იყო, თუმცა ალექსეი დანილოვმა მათი დეტალების გამხელაზე უარი თქვა.

„რუსებს აქვთ უპირატესობა არტილერიაში და მძიმე ტექნიკაში. ეს არ აშინებს ჩვენს მეომრებს. დროდადრო კონტრშეტევას ვახორციელებთ. მაგრამ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ შორს ვართ დასრულებამდე. მე არ ვეკუთვნი იმ ბანაკს, ვინც დარწმუნებულია რუსული ჯარის სისუსტეში. მათ აქვთ მნიშვნელოვანი რესურსები და აქ მოიტანეს. მათ, რა თქმა უნდა, არ შეუცვლიათ გეგმები მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდების შესახებ. მათ ეს საჯაროდ თქვეს, ყველა ნიღაბი ჩამოიხსნეს“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა