მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

„კობახიძე მთავარი გამყალბებელია, ინჯია სიწუწკეს იჩენს“ - ირმა ინაშილის სკანდალური განცხადება

ნახვები: 389 „კობახიძე მთავარი გამყალბებელია, ინჯია სიწუწკეს იჩენს“ - ირმა ინაშილის სკანდალური განცხადება

„დიდი ხანია ბატონმა კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა, გადააბიჯა ყველა ზღვარს და ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა," - განაცხადა დღეს, 19 მაისს, გამართულ ბრიფგინგზე „პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო კომისიაში „პატრიოტთა ალიანსს" წევრი ეკუთვნის, მაგრამ ხელისფლებას წევრის წართმევა ინჯიას გამოყენებით უნდა.

„ირაკლი კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა, გადასარევად იცის, რომ ჩვენს პარტიას ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ახლა უნდა, ეს წევრი წაგვართვას, რაშიც ირაკლი კობახიძე აშკარად ცდილობს ფრიდონ ინჯიას გამოყენებას.

ჩემთვის ეს ძალზედ სამწუხაროა და, სიმართლე გითხრათ, იძულებული რომ არ ვიყო და ვალდებული, სულ არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. ფრიდონ ინჯიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მას არანაირ შემთხვევაში და არანაირი გარიგების პირობებში არ ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, რა დისკუსია მიდის საპარლამენტო ჯფუფის საქმიანობის ფორმატში, საპარლამენტო თათბირებსა და შეხვედრებზე. ვიცით, რომ სამწუხაროდ, ბატონი ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. მართალია, საჯარო განცხადებებში ის აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსის" წევრის წართმევისთვის კი არ იბრძვის, არამედ, თურმე, საკუთარი წევრი უნდა რომ ჰყავდეს საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ბატონ ფრიდონს გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ მას არ ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში წევრი და როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის, ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი წაგვართვას „პატრიოტთა ალიანსს", რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევა", - განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, კობახიძე მალე პოლიტიკაში ვეღარ იქნება და მერე უნდა ილოცოს, რომ მემუარების წერა სახლში მოუწიოს და არა - ციხეში.

„მინდა, ვუთხრა ბატონ კობახიძეს, ბევრი პოლიტიკოსი გვახსოვს ჩვენ, რომელიც ზოგი ღრუბელ-ღუბელ დაფრინავდა, ზოგი კიდევ ღრუბლებზე მაღლა იყო, მათ ეგონათ, რომ ყველაფერი ასეე გაგრძელდებოდა. ასე არ გაგრძელდება, დიდი ხანია, ბატონმა კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა, გადააბიჯა ყველა ზღვარს და ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ რჩება ხოლმე. ასეთი ტიპის პოლიტიკოსები მერე ძალიან მალე ტოვებენ პოლიტიკას. ეს მინდა ვუწინასწარმეტყველო ბატონ კობახიძეს, რომ ის მალე პოლიტიკაში აღარ იქნება და მერე უნდა ილოცოს იმაზე, რომ მემუარების წერა შინ მოუწიოს და არა - სხვაგან, მაგალითად, ციხეში",-განაცხადა ინაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა