მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

პოლარიზაცია ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი მიზანია საქმის კეთება-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 610 პოლარიზაცია ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი მიზანია საქმის კეთება-გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის მაქსიმუმს გააკეთებს. მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ევროკომისიის პუნქტების გამოქვეყნებისთანავე დაიწყო პოლარიზაცია, რაც ნიშნავს, რომ მათ დეპოლარიზაცია არ სურთ.

ამასთან, როგორც მაჭარაშვილი ამბობს, რადიკალური ოპოზიცია თუ პროვოკაციას შეუდგება, ამას მმართველი გუნდის მხრიდან სათანადო პასუხი მოჰყვება.

„ამ პუნქტების გამოქვეყნების შემდგომ მყისიერად დაიწყო თავად რადიკალურმა ოპოზიციამ პოლარიზაცია იმით, რომ საუბარი დაიწყო დაუმორჩილებლობაზე, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ხელისუფლების შეცვლაზე და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მათ არანაირი დეპოლარიზაცია არ სურთ, თუმცა, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთებული. რაც შეეხება მათ განცხადებებზე პასუხების გაცემას, ეს იქნება სამომავლოდაც, რადგან გუშინ სხვათა შორის, არა მხოლოდ ქართულ, არამედ ევროპულ საზოგადოებაშიც ბევრმა გაიგო ბევრი სიახლე, მათ შორის პრემიერ-მინისტრისგან, რომ ოფიციალური ევროპის ოფიციალური სტატისტიკებიდან გამომდინარე, საქართველო ნამდვილად იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და თურმე საქართველოდანაც და ევროპაშიც ყოფილან ისეთი ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ ქვეყნისთვის. ამიტომ, პოლარიზაცია ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი მიზანია საქმის კეთება, მაგრამ თუ რადიკალური ოპოზიცია დაიწყებს პროვოკაციას, ბუნებრივია, ამას შესაბამისი პასუხი ექნება. რატომღაც თქვენ არ გახსენდებათ სხდომის დაწყებისთანავე ოპოზიციის, ქალბატონი დეპუტატების წიოკი, რატომ არ მეკითხებით ეს იყო თუ არა დეპოლარიზაციისთვის? სესიაზე  გამოსვლები ოპოზიციის მხრიდან ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ამ ხალხს არ აინტერესებს არანაირი კანდიდატის სტატუსი, მათ აინტერესებთ ხელისუფლებაში მოსვლა. საქართველო იქნება ევროკავშირში თუ სხვა გაერთიანებაში, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში ომის, არეულობის პოლარიზაციის ფასად და ა.შ. ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სესიაზე“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა