თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გია ვოლსკი - ოპოზიციის ნაწილის მთავარი თემაა, დაიშალოს მთავრობა, დაწესდეს სანქციები ქვეყნის წინაშე

ნახვები: 559 გია ვოლსკი - ოპოზიციის ნაწილის მთავარი თემაა, დაიშალოს მთავრობა, დაწესდეს სანქციები ქვეყნის წინაშე

პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და კონსტრუქციული მიმართულებით განვითარებაზე ისაუბრონ, იფიქრონ და არა იმ ქაოტური სიტუაციის შექმნის მცდელობა ჰქონდეთ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი საუბრობს დეპოლარიზაციის მნიშვნელობაზე, რაც არის ევროსტრუქტურების ძირითადი მოთხოვნა.

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დაკნინება ევროპული პერსპექტივის დადასტურებისა, ამ კომპეტენტური სტრუქტურებისა და კომპეტენტური ადამიანების მიერ მოლოცვის შემდეგ, არის ერთ-ერთი შეცდომა ზოგისთვის და ზოგისთვის, განსაკუთრებულად „ნაცმოძრაობისთვის“ ეს არის გამიზნული მავნებლური სტრატეგია; ამის დაკნინება არ შეიძლება, ჯერ ერთი და მეორე – მოლოცვის უკან უნდა წავიკითხოთ ის პერსპექტივა, რაც საქართველოს აქვს. იგივე, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენზე ადრე დაიწყეს ამ ქვეყნებმა მოლაპარაკებები. მაშინაც იყო გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები, მაგრამ დავინახეთ, რომ საქართველომ ამ სამივე მიმართულებით პროგრესი გაცილებით უფრო სწრაფად აჩვენა და თავის მეგობარ უკრაინას აჯობა ამ შემთხვევაში და არავის დაუყენებია უკრაინის პოლიტიკა და მისი საზოგადოების განწყობები ეჭვქვეშ. საზოგადოების გაცილებით დიდი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რომლებიც სწორედაც ევროპულ პერსპექტივას ხედავენ თავისი შვილებისთვის და ქვეყნის მომავლისათვის. აქედან გამომდინარე არიას სწორედ ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენს წინაშე დააყენეს ევროსტრუქტურებმა – დეპოლარიზაცია, ვინაიდან ჩვენზე, პოლიტიკურ პარტიებზე კი არ ზრუნავენ, არამედ საქართველოზე, საზოგადოებაზე, რომლის გახლეჩა არ შეიძლება, ვინაიდან განწყობა ევროპის მიმართ აერთიანებს ამ საზოგადოების უდიდეს ნაწილს, 85%-ს, განურჩევლად მათი პოლიტიკური გემოვნებისა. აქედან გამომდინარე, პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და კონსტრუქციული მიმართულებით განვითარებაზე ისაუბრონ, იფიქრონ და არა იმ ქაოტური სიტუაციის შექმნის მცდელობა ჰქონდეთ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში“, – აცხადებს ვოლსკი.

ვოლსკი ამბობს, რომ დეპოლარიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც მეგობრული ურთიერთობები და პიროვნული ურთიერთობები განვითარდეს ან დაბადების დღეებზე იაროს ხალხმა ერთმანეთთან.

„ეს არის მუშაობა კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც არის საჭირო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. საბოტაჟის რეჟიმი ვიხილეთ, მაგრამ სტრატეგიულ გეგმებთან, ქვეყნის გადარჩენასთან, ამ ურთულეს სიტუაციაში სამშვიდობოზე საქართველოს გაყვანის თემებთან დაკავშირებით არავითარი სურვილი, არავითარი მისწრაფება არ არსებობს; დაიშალოს მთავრობა, გადადგეს მთავრობის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაისაჯოს, დაწესდეს სანქციები ქვეყნის წინაშე – ეს არის დღეს ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დღის წესრიგში მთავარი თემა. ეს დღის წესრიგი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს დავიწყებული, ჩვენი მხრიდანაც, რასაკვირველია, ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რათა ეს რეკომენდაცია შესრულდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა