პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

სერბეთის შს მინისტრი - მიერიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად მთავარი კრიტერიუმი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ომია

ნახვები: 864 სერბეთის შს მინისტრი - მიერიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად მთავარი კრიტერიუმი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ომია

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ამიერიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად მთავარი კრიტერიუმი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ომია.

„იმედი მაქვს, მოლდოვას არ მოუწია ომში ჩართვის პირობის დადება და ევროპელმა ლიდერებმა მისთვის კანდიდატის სტატუსი ომში ჩართვის ვალდებულების გარეშე დაამტკიცეს“, – განაცხადა ალექსანდრ ვულინმა.

მისივე თქმით, უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მფლობელი გახდა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არ ასრულებდა იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვასაც ბალკანეთის სახელმწიფოებს სთხოვენ. ვულინის თქმით, „კიევმა გამოტოვა ზეწოლა, შანტაჟი და ბიუროკრატია, რომელიც ათწლეულები გრძელდება“.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თუ მთავარი კრიტერიუმი ომია, მაშინ სერბეთს მოლპარაკებების დაწყება 1999 წელს შეეძლო.

„თუმცა, როგორც ჩანს, ეს წესები არ ვრცელდება იმათზე, ვისაც ნატო ბომბავს. ევროკავშირში ყველაზე სწრაფად შესასვლელად აუცილებელია რუსეთთან ბროლაში ჩართვა“, – განაცხადა სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა