თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა თანხვედრაში არ არის ევროკავშირისგან მიიღებულ დღის წესრიგთან-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 552 ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა თანხვედრაში არ არის ევროკავშირისგან მიიღებულ დღის წესრიგთან-ირაკლი ქადაგიშვილი

ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა თანხვედრაში არ არის იმ პოლიტიკურ დღის წესრიგთან, რაც საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო ძლიერი გზავნილი, პერსპექტივა და გეგმა, რაც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, მთავრობასა და პარლამენტს პასუხისმგებლობა აქვთ, ეს რეკომენდაციები ხარისხიანად იყოს შესრულებული.

„ჩვენ გვაქვს ძლიერი გზავნილი, პერსპექტივა და გეგმა, რაც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. მთავრობასა და პარლამენტს პასუხისმგებლობა აქვთ, ეს რეკომენდაციები ხარისხიანად იყოს შესრულებული. მთავრობის ცვლილება, არასტაბილურობა და ქართულ პოლიტიკაში სხვა მომენტების შემოტანა იმ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რაც ევროკავშირმა მიიღო. ასეთ საკითხებზე მიტინგით მანიპულირება დემოკრატიული და კონსტიტუციური პროცესის თანმხვედრი არ არის. საქართველოში მიტინგის ჩატარებას არავის უშლიან, ისევე, როგორც აზრის გამოხატვას, მაგრამ არსებობს მიტინგზე უფრო მძლავრი და დიდი იარაღი, რაც ქართველ ხალხს აქვს და ეს უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული – ეს არის არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს არასოდეს არ აღიარებს, ქართველ ხალხს არჩევნები ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ აქვს ჩატარებული და ორივეჯერ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე, ამ კონსტიტუციურ პროცესს და იმ პერსპექტივას მივყვებით, რაც ქვეყანას ევროკავშირმა გაუხსნა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურს. მისივე თქმით, არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება.

„ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ნაწილი. მათი გეგმა მდგომარეობას იმაში, რომ არჩევნებში ვერ იმარჯვებენ და ცდილობენ, ყველა სიტუაცია გამოყენებული იყოს დესტაბილიზაციისა და ესკალაციისთვის, რითაც სურთ ხელისუფლების ხელში  ჩაგდება. იმაზე, რომ  რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლა უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებს, გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება. ოპოზიცია ერთი თუ ბევრი მიტინგის ანაბარა ნუ იქნება. საქართველოში ამაზე ათჯერ დიდი მიტინგიც ყოფილა, მაგრამ გაგახსენებთ, რომ ჩვენ იმ მიტინგის შემდეგ ხელისუფლების გადადგომა არ მოგვითხოვია, მიტინგის შემდეგ საარჩევნო უბანთან მივედით და გადავწყვიტეთ ხელისუფლების ბედი. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, არ აჰყვეს ამ დესტრუქციულ მოთხოვნებს და ყველამ თავისი პოლიტიკური გემოვნება საარჩევნო უბანთან გამოხატოს. „ქართული ოცნება“ ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელმაც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა