მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯის პირობას დებს

ნახვები: 493 უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯის პირობას დებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯის პირობას დებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება მიმდინარეობს ომის კანონებისა და წესების დარღვევის მუხლით.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავადგინოთ არა მხოლოდ მათი ვინაობა, ვინც გასროლა განახორციელა, არამედ ასევე იმ პირების, რომლებმაც გასცეს მშვიდობიანი უკრაინელების განადგურების შესაბამისი ბრძანება, რადგან არანაირი სამხედრო ან სხვა თავდაცვითი ობიექტი რაკეტების ჩამოვარდნის ადგილას არ იყო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსი დანილოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ კრემენჩუკზე სულ მცირე ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა – ერთი რაკეტა სავაჭრო ცენტრს მოხვდა, მეორე კი – ადგილობრივ სტადიონს.

პოლტავის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთის ძალების სარაკეტო იერიშს კრემენჩუკზე ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა