მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან-კელი დეგნანი

ნახვები: 499 ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან-კელი დეგნანი

ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის საბჭომ გასცა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ თქვა 20 ივნისს და ყველა გამოკითხვაში გამოხატა მხარდაჭერა ევროკავშირში საქართველოს გაწვერიანებისადმი, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ წაწევისადმი.

„ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის საბჭომ გასცა. ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. უფრო მკაფიოდ ვერ იტყვი. ეს არის ნაბიჯები, რომლის შესრულების შემთხვევაში იმედია, წლის ბოლომდე საქართველოს ასევე ექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან პირდაპირი პასუხი საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირის სურს, მიესალმოს საქართველოს ევროკავშირში, მაგრამ საქართველოს სჭირდება მოახდინოს ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიისა და რეფორმებისადმი. არც ერთი ეს რეფორმა ახალი არ არის. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო მუშაობდა და პროგრესს განიცდიდა. ახლა საჭიროა მეტი პროგრესი. ეს არის მომენტი მთავრობისა და საზოგადოებისთვის, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის. იმედი მაქვს, ამას ვნახავთ მომავალ თვეებში“, – განაცხადა დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა