პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ უმძიმეს კრიზისშია, სწრაფად ტოვებენ მხარდამჭერები და ხელს იბანენ მომხრეები

ნახვები: 540 სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ უმძიმეს კრიზისშია, სწრაფად ტოვებენ მხარდამჭერები და ხელს იბანენ მომხრეები

მიზანმიმართულად, მშვიდად და სისტემატურად უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ პროექტზე საბოლოო ჩამოშლამდე, ვიდრე დეოლიგარქიაზაციას არ მივაღწევთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ლელოს“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებაზე კომენტირებისას სამადაშვილმა აღნიშნა, რომ არავის სჯერა, დიმიტრი ხუნდაძე რამეს აკეთებდეს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე.

„სპეკულაციაში არ შევალ, თუ რა გათვლებია ამ პოლიტიკური სპექტაკლის უკან, მაგრამ მგონი, არავის სჯერა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირიდან საერთოდ უნდა გამოიტანოს განაცხადი, რამეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. თუ ივანიშვილს სურს, რომ დასავლეთში მის მიმართ ისედაც მძიმე დამოკიდებულება დააჩქაროს, რა თქმა უნდა, შეუძლია, მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების მხრიდან ანტიდასავლური პროპაგანდა გააძლიეროს. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ უმძიმეს კრიზისშია, რაც გამოწვეულია იმ სისხლდენით, რომელიც დღეს მმართველ პარტიას აქვს – სწრაფად ტოვებენ მხარდამჭერები და სწრაფად იბანენ ხელს „ქართული ოცნების“ მომხრეები ამ პოლიტიკური ძალისგან, რადგან ყველა ხედავს, რომ მათ ქვეყნისთვის არანაირი პოზიტიური შედეგის მოტანა არ შეუძლიათ. „ქართული ოცნება“ მძიმე კრიზისშია შესული, ამიტომ მიზანმიმართულად, მშვიდად და სისტემატურად უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ პროექტზე საბოლოო ჩამოშლამდე, ვიდრე დეოლიგარქიაზაციას არ მივაღწევთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა