ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ მზაკვრულად გეგმავს აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები

ნახვები: 352 გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ მზაკვრულად გეგმავს აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები

„ქართული ოცნება" მზაკვრულად გეგმავს, რომ დაჩქარებული წესით აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, - ამის შესახებ განცხადება „სტრატეგია აღამაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროცესი არაკონიერი და არალეგიტიმურია, რადგან ეს ეეწინააღმდეგება 19 აპრილს გაფორმებულ შარლ მიშელის დოკუმენტს. ვაშაძე იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება" „დროულად მოგეება გონს"

„მომავალ კვირას „ქართული ოცნება" მზაკვრულად გეგმავს, რომ დაჩქარებული წესით აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, ხაზგასმით უნდა აღვნოშნო, რომ ეს ეწინააღმდეგება 19 პრილის შარლ მიშელის შეთანხმებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც შეთანხმების დოკუმენტით უნდა განხორციელდეს საქართველოში. უფრო მეტიც, მე-3-ე პუნქტის მე-3-ე ქვეპუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა უნდა განხორციელდეს სწორედ ამ დოკუმენტის შესაბამისად. მედიატორებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ ყველა ხელმომწერ მხარესთან, „ქართული ოცნების" ჩათვლით. მათი პოზიცია ცნობილია, ისინიც მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეჩერება იუსტიციის უმაღესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესის და განისაზღვროს ახალი პროცედურა, რომელსაც მეტი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა ვაშაძე.

მან აღნიშნა, რომ მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივმართავ „ქართული ოცნების" ლიდერს ირაკლი კობახიძეს და რაც მთავარია, მივმართავ სასამართლოში „კლანს".

„მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივმართავ „ქართული ოცნების" ლიდერს ირაკლი კობახიძეს და რაც მთავარია, მივმართავ სასამართლოში „კლანს", მეგობრებო, მესმის, რომ თქვენ შეიძლება სურვილი გაქვთ, სწრაფად ჩაფარცხოთ ეს საკითხი, მაგრამ ასე არ გამოვა. ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება, ეს დანიშვნები იქნება არალეგიტიმური და უკანონო, შეთანხმების სულისკვეთების საწინააღნდეგო, ამიტომ მოგიწოდებთ, შეაჩერეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესი, ისევე როგორც შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდო დანიშვნის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს უფრო მკაცრ ზომებს მივმართოთ ოპოზიციამ, რომელმაც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს უკანონო, არალეგიტიმური არჩევის პროცესი, რომლითაც „კლანს" კიდევ ერთხელ უნდა, რომ გაამყაროს თავისი ძალაუფლება სასამართლოში. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ როგორც საკანონმდებლო ინიციატივებით, ასევე თუ მოგვიწევს, რა თქმა უნდა, საპროტესტო ღონისძიებითაც. ამიტომ, იმედი მაქვს, დროულად გონს მოეგება „ქართული ოცნება",-განაცხადა ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა