War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

„ქართული ოცნების“ გეგმაზე გვაქვს ბევრი კითხვა, თუ დავინახავთ, რომ მათი მიზანი არის რეალურად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, ნებიერ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ-ნათია მეზვრიშვილი

02.07.2022 ნახვები: 440

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გეგმასთან დაკავშირებით გვაქვს ბევრი კითხვა, თუ დავინახავთ, რომ მათი მზიანი არის რეალურად ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რა თქმა უნდა, ნებიერ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა.  განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ სურთ რაღაც ჯგუფის შექმნა, თუმცა არ უთქვამთ რა არის ამ ჯგუფის მიზანი.

„ჩვენ ერთი მხრივ, არ შევუწყობთ ხელს იმას, რომ ფიქციური პროცესები შევაქმნევინოთ ოცნებას და ამაში მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ მეორე მხრივ, არ მივცემთ ოცნებას იმის უფლებას, რომ ოპოზიციას დააბრალოს პუნქტების ვერ შესრულება, ამიტომ ყველა პროცესში, რომლის მიზანი იქნება რეალურად ამ პუნქტების შესრულება, მონაწილეობას მივიღებთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა და უნდა გაეცეს პასუხი, რა სხვაობა ჩვენ გეგმასა და „ოცნების“ გეგმას შორის. ჩვენ როდესაც გამოვედით და გეგმა წარმოვადგინეთ, კონკრეტულად ვთქვით, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით უმთავრესი მიზანი უნდა იყოს გავლენის ჯგუფების აღმოფხვრა, „ოცნება“ ამბობს, რომ ჩვენ რაღაც ჯგუფი შევქმენით და არ გვეუბნება, რა არის ამ ჯგუფის მიზანი, ამბობენ, რომ უნდა რაღაც კანონპროექტი შევიმუშავოთ, ანუ მიგვანიშნებენ, რომ ისევ კანონმდებლობის დეტალიზაციის გზით უნდა წავიდეთ და არ აპირებენ, რომ სასამართლოში არსებული გავლენის ჯგუფები აღმოფხვრან. ჩვენ ვეუბნებით, დღესვე შევქმნათ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, ეს უნდა ევროკავშირს და ისინი გვეუბნებიან, ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, სადაც ამაზე მსჯელობას გავმართავთ, ფუნქციების მოხილვას დავიწყებთ, ანუ ისეთ პროცესს გვთავაზობენ, რაც „ოცნების“ უნდობლობის პირობებში, ვერ აღძრავს ვერანაირ ნდობას, რომ ამ ადამიანებს რეალურად ამ პუნქტების შესრულების მიზანი აქვთ. ამიტომ გვაქვს ბევრი კითხვა, თუ დავინახავთ, რომ მათი მზიანი არის რეალურად ამ პუნქტების შესრულება, რა თქმა უნდა, ნებიერ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა