მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებს-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 474 კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებს-პაატა მანჯგალაძე

კობახიძემ ბრიფინგით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ სინამდვილეში, არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებს, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.

 

მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების იმიტაცია, რაშიც „სტრატეგია აღმაშენებელი“ მონაწილეობას არ მიიღებს.

 

კერძოდ, მანჯგალაძემ შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადების ის ნაწილი, სადაც კობახიძე ამბობს: „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, პარლამენტი მიიღებს კანონს, რომ 2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება“.

 

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, განცხადება, რომ მომავალში შეასრულებენ, რელევანტური არ არის.

 

„ეს არის რეკომენდაციების შესრულების იმიტაცია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამაში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება, რომ მომავალში შევასრულებთ ამას, რელევანტური არ არის, რადგან ვიდრე ახალ პირობებზე შევთანხმდებით, მანამდე კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს ის პირობები, რომლებიც ვალდებულებად ჰქონდა აღებული 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ჩვენ ვართ თანმიმდევრული და ვამბობთ, ვიდრე ახალ ურთიერთობებში და ნდობაში შევალთ „ქართულ ოცნებასთან“ პირობების შესრულებაზე, მანამდე შეასრულონ ის პირობა, რომელიც გაცემული ჰქონდა. ეს არის ჩვენი ფორმულა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

კითხვაზე, „რამდენად რეალურია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე თქვენი მოთხოვნა შესრულდეს“, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ექნება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ეს პირობები შეასრულოს.

 

„ჩვენ, ყველა თუ ვიქნებით თანმიმდევრულები და პრინციპულები. „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მანევრის სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ ეს პირობები შეასრულოს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა