მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

დავით მათიკაშვილი - აშკარად ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ნახვები: 477 დავით მათიკაშვილი - აშკარად ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

აშკარად ჩანს, რომ რეალურად რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, რომ ჩვენმა ქვეყანა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისათვის აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა იმ მნიშვნელოვანი პუნქტების შესრულებაში, როგორიც არის დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემის შესაბამისი რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ნიშნავს იმას, რომ რადიკალური კრიმინალური დაჯგუფება ცდილობს, ქვეყანა არ შევიდეს ევროკავშირში, არ მიიღოს ეს სტატუსი და წარუმატებელი აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვან გზაზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამას ვერ მიაღწევს, რადგან ჩვენი ქვეყანა იმ გეგმის შესაბმისად, ახორციელებს პუნქტობრივად გაწერილ ქმედებებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ამ ვადის ამოწურვის შემდეგ იქნება შესაბამისად აღქმული და დაფასებული ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და პოზიტიური განწყობა, რომ ამ ვალდებულებების შესრულების ფონზე, ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, როგორც არ უნდა დივერსიებს აწყობდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფელირებული სხვა მცირე პარტიები. მთავარი ის არის, რომ დეპოლარიზაციის შესრულება ეს არ არის ცალმხრივი ერთ კარში არსებული თამაში, ეს არის მთლიანი პოლიტიკური სპექტრის მიერ შესასრულებელი ქმედება და მხოლოდ ერთობლივად შეიძლება ამ გეგმის შესრულება. ეს არის ბოიკოტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ, ეს არ არის ბოიკოტი „ქართული ოცნების“ ან პარლამენტის მიმართ, ამიტომ ყველა პარტია თუ კი ასეთად კიდე თვლიან თავს და მართლა კრიმინალურ საქმიანობაში არ გადაიზარდა მათი ყოველდღიური ქცევა, კარგად დაფიქრდეს გაანალიზოს საკუთარი ქმედებები და ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გზაზე დივერსიით ნუ იქნება დაკავებული. ამ დივერსიას ძალიან კარგად შეაფასებს როგორც ჩვენი საზოგადოება და მისცემს შესაბამის შეფასებას, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც უყურებენ იმას და აკვირდებიან, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, მათი შეფასებაც იქნება ადეკვატური“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა