საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლისთვის შეიძლება-ბექა დავითულიანი

ნახვები: 461 ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლისთვის შეიძლება-ბექა დავითულიანი

ხელისუფლებამ საკუთარი გეგმა დაანონსა, კარი გახსნა და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, პროცესს შეუერთდნენ. ვინც შეუერთდება, ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, ვინც არ შეუერთდება, ანტიევროპულად იქცევა და რადიკალიზაციის გაღრმავებას ცდილობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული.

„ევროკავშირმა დავალება მოგვცა. ამ ქვეყანას კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს. შესაბამისად, კანონიერად არჩეული ხელისუფლება იწყებს რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ეს ასეა და სხვაგვარად ვერ იქნება. ხელისუფლებამ საკუთარი გეგმა დააანონსა, კარი გახსნა და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, დაუჯერონ ევროკავშირის რეკომენდაციებს, დაასრულონ პოლარიზაცია და პროცესს შეუერთდნენ. ვინც შეუერთდება, ის შეასრულებს ამ რეკომენდაციებს, ვინც არ შეუერთდება, ის იქცევა ანტიევროპულად და რადიკალიზაციის გაღრმავებას ცდილობს.

ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული. ვინაიდან, არჩევნებით ვერ ახერხებენ ხელისუფლების მოპოვებას, ცდილობენ რამენაირად იპოვონ მიზეზი, რაც მათ ექსტრემალურ ვითარებაში, არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოიყვანს. მათ ეს შანსი არ მიეცემათ. დროა, ადრე თუ გვიან ჭკუა ისწავლონ, მოვიდნენ, დასხდნენ და ამ ქვეყანაზე იმუშაონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა