მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ახლა მუშაობაში რომ ჩაერთონ, ეს იქნება არაადეკვატური იმ ხასიათისთვის, რაც „ნაცმოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, არ გააჩნია-გია ვოლსკი

ნახვები: 507 ახლა მუშაობაში რომ ჩაერთონ, ეს იქნება არაადეკვატური იმ ხასიათისთვის, რაც „ნაცმოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, არ გააჩნია-გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციისა და დესტრუქციული გეგმის განხორციელების მცდელობები ჩაუვარდა. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ოპოზიციის ნაწილმა დეპოლარიზაციას თავიანთი განმარტება მოუგონა, რომ დეპოლარიზაციას თურმე ის განაპირობებს, რომ ქვეყანაში ტექნიკური მთავრობა შეიქმნას და ხელისუფლება არჩევნების გარეშე სახლში წავიდეს.

„რადიკალური ოპოზიცია ყველანაირი თანამშრომლობის ფორმატზე უარს ამბობს, რაშიც გარკვეული აზრი დევს – თუ მათი პოზიციიდან შევხედავთ, თანამშრომლობა და კანონპროექტების შემუშავება მათ ინტერესებში არ შედის, რადგან ჩაფლავებული რევოლუციის მცდელობები ვერ აისახება იმ ნაბიჯებში, რომ ისინი მუშაობაში ჩაერთონ. დესტაბილიზაცია და რევოლუცია არ გამოუვიდათ. ახლა მუშაობაში რომ ჩაერთონ, ეს იქნება არაადეკვატური იმ ხასიათისთვის, რაც „ნაცმოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, არ გააჩნია. მათი ქმედებებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს. არსებობს 12-პუნქტიანი გეგმა, სადაც მთავარია დეპოლარიზაცია და დეპოლარიზაციას თავიანთი განმარტება მოუგონეს, რაც საოცარია. თურმე, დეპოლარიზაციას ის განაპირობებს, რომ ტექნიკური მთავრობა შეიქმნას, ხელისუფლება სახლში წავიდეს არჩევნების გარეშე და ტექნიკურ მთავრობას მიეცეს მართვის საშუალება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა