საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, ყველა საქმე, მათ შორის გვარამიასა და სააკაშვილის საქმეებიც-კარლ ჰარცელი

ნახვები: 388 საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, ყველა საქმე, მათ შორის გვარამიასა და სააკაშვილის საქმეებიც-კარლ ჰარცელი

ევროკავშირი რჩება იმ აზრზე, რომ საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ყველა სამართლებრივი საქმე, მათ შორის გვარამიასა და სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც, უნდა მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და გამოყენებული უნდა იქნას სამართლიანი და სათანადო წესები და პროცედურები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, „ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ არის ნახსენები ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, როგორც საკვანძო საკითხები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ ორივეს გათავისუფლების შემდეგ“, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ცალკეულ საქმეებზე საუბარი მისი მანდატის მიღმაა.

„ზოგადად, კანონის უზენაესობის დაცვას, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისათვის. იგივე ეხება საქართველოსაც. ადამიანები ფართოდ უნდა იზიარებდენენ შეხედულებას და შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო თავისუფალი და სამართლიანია და რომ მართლმსაჯულება საფუძვლიანად და მიუკერძოებლად ხორციელდება. ეს საქმეები დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ურჩევდა უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებას, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად. თქვენ კვლავაც ამოიკითხავთ მსგავს მოწოდებებს ევროკომისიის მოსაზრებაში. ევროკავშირი რჩება იმ აზრზე, რომ საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ყველა სამართლებრივი საქმე, მათ შორის გვარამიასა და სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც, უნდა მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და გამოყენებული უნდა იქნას სამართლიანი და სათანადო წესები და პროცედურები. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ბატონი გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება. ეს საქმე ასევე აჩენს შეკითხებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ბოლო დროს, საქართველოში სტრესულ გარემოში აღმოჩნდა“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა