ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 425 არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს-მიხეილ სარჯველაძე

პოლიტიკაში ვინმეს მოსვლაზე ან წასვლაზე საუბრისას ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მონაწილეობაზე ან არმონაწილეობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ განცხადებას, სადაც დეპოლარიზაციისკენ გადასადგმელ ნაბიჯებზეა საუბარი და მათ შორის ნათქვამია, რომ დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს.

„არ შეიძლება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა სამართლებრივ აქტზე მაღლა დადგეს. სამართლებრივი პროცედურები დაცვას და პატივისცემას მოითხოვს. პოლიტიკაში ვინმეს მოსვლაზე ან წასვლაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. შესაბამისად, არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს. გარკვეული კითხვები გვექნება ოპოზიციონერი დეპუტატების ამ მოწოდებებზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა