ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“

ნახვები: 219 ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“

 

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა მთავრობის ფორმირების მანდატი პარტია „იაშარის“ თავმჯდომარეს, გადი აიზენკოტს გადასცა. ამის შესახებ პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა, იუწყება Sky News.

ჰერცოგის თქმით, არჩევნების შემდეგ გამართული კონსულტაციები რთული და მწვავე იყო, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი კრიტერიუმი მთავრობის ჩამოყალიბების რეალური შესაძლებლობა გახდა.

„მთავარი კითხვა ასეთია: ვის აქვს მთავრობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი შანსი? ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა, მივიღე გადაწყვეტილება, მთავრობის ფორმირების მანდატი გადავცე პარტია „იაშარის“ თავმჯდომარეს, გადი აიზენკოტს“, – განაცხადა ჰერცოგმა.

პრეზიდენტის შეფასებით, ისრაელს სჭირდება სტაბილური მთავრობა, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებს უპასუხებს.

ჰერცოგმა პრიორიტეტებს შორის დაასახელა თავდაცვის ძალების საჭიროებების უზრუნველყოფა, საზღვრებისა და ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება, ეკონომიკის გაძლიერება და 7 ოქტომბრის მოვლენებით გამოწვეული მძიმე შედეგების დაძლევა.

„ახლა დროა, ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ქვეყნის ერთიანობისთვის, ისრაელელი ხალხისთვის შევქმნათ საუკეთესო და მაქსიმალურად სტაბილური მთავრობა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, გადი აიზენკოტმა ქნესეთის ყველა ფრაქციას ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ერთიანობა მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტი კი არა, უმაღლესი პრინციპია, რომელიც ჭეშმარიტ პარტნიორობასა და სიმართლეს გამოხატავს“, – განაცხადა აიზენკოტმა.

მისი თქმით, ისრაელს ახალი ხელმძღვანელობა სასწრაფოდ სჭირდება და ქვეყანამ თავიდან უნდა აიცილოს განმეორებითი არჩევნების მორიგი ციკლი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა