გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ბაჩო დოლიძე - ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში არ უნდა გიკვდებოდეს

ნახვები: 833 ბაჩო დოლიძე - ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში არ უნდა გიკვდებოდეს

ყველა იმედის თვალით უყურებს პროცესს, იქნება ჰუმანიტარული კორიდორი მაინც გავუკეთოთ მიხეილ სააკაშვილს, რომ გადავიყვანოთ და შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა. ​

როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ტყვეობაში.

„სირცხვილია, ადამიანს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ამდენი აქვს გაკეთებული, ჩვენ მოგვწონს არ მოგვწონს ობიექტურად თითქმის ყველა რეფორმა, მასთან არის ასოცირებული, რა გახდა ამისთანა, რა ვალიდან ვერ ამოვედით ბიძინა ივანიშვილის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში ვკლავდეთ. ეს ხომ არ არის ერთი პარტიის პრობლემა, ერთი ოჯახის პრობლემა, ამაზე თანხმდება საზოგადოება, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში პენიტენციურ დაწესებულებაში არ უნდა გიკვდებოდეს. ეს ხომ ელემენტარული ამბავია, რაც არ ესმის ხელისუფლებას. ყველა იმედის თვალით უყურებს პროცესს, თუ ამ ქვეყანას არ გამოადგება, იქნება ჰუმანიტარული კორიდორი მაინც გავუკეთოთ, რომ გადავიყვანოთ და შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა