გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მატეუშ მორავეცკი - ევროკავშირში საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან, დე ფაქტო ოლიგარქიასთან, სადაც ძალაუფლება მათ ხელშია, ვინც უფრო ძლიერია

ნახვები: 873 მატეუშ მორავეცკი - ევროკავშირში საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან, დე ფაქტო ოლიგარქიასთან, სადაც ძალაუფლება მათ ხელშია, ვინც უფრო ძლიერია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხოლოდ სახელითაა დემოკრატიული, რეალურად კი ძალაუფლებას გერმანია და საფრანგეთი ფლობენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ქაღალდზე ყველა წევრი სახელმწიფო თანაბარია. მაგრამ პოლიტიკური რეალობა აჩვენებს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ხმების წონა დომინანტია. ჩვენ საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან, დე ფაქტო ოლიგარქიასთან, სადაც ძალაუფლება მათ ხელშია, ვინც უფრო ძლიერია“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

მორავეციმ განაცხადა, რომ ევროკავშირში იმპერიალიზმს ისე უნდა ებრძოლონ, როგორც რუსული იმპერიალიზმის დროს იყო საჭირო.

„ევროკავშირის მიმართულება და პრიორიტეტები უნდა განსაზღვრონ წევრმა სახელმწიფოებმა და არა ევროკავშირის ინსტიტუტებმა“, – განაცხადა მორავეცკიმ.

მისი თქმით, თანამშრომლობის საფუძველი უნდა იყოს კონსენსუსის ძიება და არა – ძლიერთა ბატონობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა