ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის 3-მილიარდიანი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა

ნახვები: 453 აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის 3-მილიარდიანი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის 3-მილიარდიანი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. შესაბამის განცხადებას „თეთრი სახლი“ ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ვალდებულების ფარგლებში, სიამაყით ვაცხადებ უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდ ტრანშს: დაახლოებით 2,98 მილიარდი დოლარის იარაღი და აღჭურვილობა გადაეცემა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას შეიძინოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, უპილოტო საჰაერო სისტემები და რადარები, რათა შეძლოს იმის უზრუნველყოფა, რომ შეუძლია, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა გრძელვადიან პერსპექტივაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა