გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

შოიგუმ იცრუა, როცა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ქმედებებს განზრახ ანელებს - დაზვერვა

ნახვები: 844 შოიგუმ იცრუა, როცა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ქმედებებს განზრახ ანელებს - დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ იცრუა, როცა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო კამპანიას მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის შემცირების მიზნით ანელებს.

დაზვერვის ცნობით, ეს დეზინფორმაციაა და რუსეთის შეტევების შენელების მიზეზი რუსული ჯარის ცუდი სამხედრო პერფორმანსი და უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობაა. 

„2022 წლის 24 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას უთხრა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანელებს სამხედრო კამპანიას უკრაინაში, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შემცირების აუცილებლობითაა განპირობებული.

თითქმის დარმწუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. რუსეთის თავდასხმა შეფერხდა, რუსეთის ცუდი სამხედრო ქმედებებითა და უკრაინის თავდაუზოგავი წინააღმდეგობის გამო. შოიგუს განკარგულებების პირობებში, უკრაინაში მოქმედი [რუსული] ძალები მუდმივად ჩამორჩებოდნენ დაგეგმილი ოპერაციების ვადებს. სავარაუდოდ, შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა სულ მცირე 6 გენერალი გაათავისუფლეს არასაკმარისად სწრაფად დაწინაურების გამო“ - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ბრიტანეთის უწყების ცნობით, იმ დღეს როცა შოიგუმ ეს განცხადება გააკეთა, რუსეთმა SS-26 ისკანდერის მოკლე მანძილზე სასროლი ბალისტიკური რაკეტა სარკინიგზო ქალაქ ჩაპლინეში ჩამოაგდო.

დაზვერვის თქმით, ეს ცხადჰყოფს, რომ რუსეთს სურს სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებით არასამხედრო ობიექტებსაც დიდი ზიანი მიაყენოს, როცა სამხედრო უპირატესობას გრძნობს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა